რატომ გააუქმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2 პროგრამა?

24 მაისი 2018, 00:00 1763 ნახვა

შუახევის საკრებულოს წევრები „ევროპული საქართველოდან„ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუქმებული პროგრამების აღდგენისკენ მოუწოდებს. მირზა თურმანიძის განცხადებით, მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად მოტობლოკების და რძის გადასამუშავებლად  სეფერატორების თანადაფინანსებით შეძენის პროგრამების გაუქმებამ ფერმერებს პრობლემები შეუქმნა. ბრალდებებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ იზიარებენ, აქ აღნიშნავენ, რომ ორივე პროგრამა წარმატებით დასრულდა და ტექნიკით  ფერმერთა უმეტესობა სარგებლობს.

მამუკა თურმანიძის განმარტებით „მცირემექანიზაციის ტექნიკურ საშუალებებთან“  დაკავშირებით  პროგრამა 2009-დან და 2017 წლის ჩათვლით მოქმედებდა და ამ დროის განმავლობაში გაცემული ტექნიკა მიწის ნაკვეთების დასამუშავებლად საკმარისია, რაც შეეხება რძის გადამამუშავებელ სეფერატორებს 4 ათას ერთეულზე მეტია გაცემული. მომდევნო წლისთვის სამინისტრო მექანიზაციის მიმართულებით ახალი პროგრამის ამოქმედებას გეგმავს, ფერმერებისთვის დიდი ზომის ტრაქტორების და სათიბების გადაცემა იგეგმება. 

ამავე კატეგორიაში