საზოგადოებრივი კოლეჯი 55 წლის იუბილეს აღნიშნავს

24 მაისი 2018, 00:00 2092 ნახვა

საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" 55 წლის იუბილეს აღნიშნავს. სასწავლებლის ეზოში სტუდენტების ნახატებისა და  კოლეჯის პარტნიორი ორგანიზაციების ნაწარმის გამოფენა მოეწყო. გაიმართა კონფერენციაც, რომელზეც უცხოური გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით გერმანიის, პოლონეთისა და ესტონეთის პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გამომსვლელებმა პროფესიული მიმართულების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. დღესვე სასწავლებლის პედაგოგები სერთიფიკატებით  დაჯილდოვნდნენ

ამავე კატეგორიაში