210 კილომეტრი ველოსიპედებით - ექსტრემალური ველოტური

25 მაისი 2018, 00:00 2507 ნახვა

ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულები დიდი ბრიტანეთიდან ველოსიპედებით მაღალმთიან აჭარაში გუშინ ავიდნენ. ინგლისელმა ტურისტებმა მარშრუტი ბათუმიდან დაიწყეს და 110 კმ უკვე გაიარეს. გეზი მწვანე ტბისკენ აქვთ აღებული. ხულოს ცენტრის შემდეგ გზა არც თუ ისე კომფორტულია, თუმცა ტურის მონაწილე ქრისტისა და მიგისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ამბობენ, რომ მათ ჰქონდათ სირთულეების შესახებ ინფორმაცია.

''მოგვწონს მთის ხედები, არაჩვეულებრივი ბუნებაა, ძალიან საინტერესო მარშრუტი გამოვიარეთ, ახლა გოდერძზე და მწვანე ტბაზე ვგეგმავთ გავლას. შემდეგ, აღმოსავლეთ საქართველოში ვაპირებთ გადასვლას, გვინდა ვარძია ვნახოთ'' - ამბობენ ტურისტები.

მწვანე ტბისკენ მიმავალ გზაზე ველომოყვარულებს ხშირად შეხვდებით. ქრისტი და მიგი პირველები არ არიან, ვინც ამ მარშრუტს ველოებით გადიან. ექსტრემალური ტურების მოყვარულები ხშირად არიან მაღალმთიან აჭარაში, ისინი საოჯახო ტიპის სასტუმროებში რჩებიან.

ტურისტების ველოტური მაღალმთიან აჭარაში  /  ქრისტი დ მიგი ინგლისიდან

 

ამავე კატეგორიაში