6 ქვეყნის მეთაური ჩამოვა საქართველოში 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებეზე დასასწრებად

25 მაისი 2018, 00:00 2685 ნახვა

6 ქვეყნის მეთაური ჩამოვა საქართველოში 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებეზე დასასწრებად. სახელმწიფო ლიდერები ეროვნულ დღესასწაულში მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიულოცავენ ლიეტუვას, პოლონეთის, სლოვაკეთის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტები.

პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფოს მეთაურებისა და საერთაშორისო დელეგაციების ხელმძღვანელებისათვის დაგეგმილია დახვედრის ოფიციალური ცერემონია, რომელშიც ქართული მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. საქართველოში უკვე იმყოფება  ლიეტუვას პირველი პირი. დალია გრიბაუსკაიტე  უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, რომლის მოწვევითაც იგი ჩვენს ქვეყანას ესტუმრა.

განახლებული:

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში