დამოუკიდებლობის საუკუნე- საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი

26 მაისი 2018, 00:00 1737 ნახვა

ამ წუთებში კი კრინიცას ეკონომიკური ფორუმი იწყება, რომელიც საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება. ფორუმს საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებიან, მოდერატორი გიორგი აბაშიშვილია. ფორუმში საქართველოს ბიზნეს - სექტორის გარდა, სლოვაკური და პოლონური ბიზნეს - დელეგაციების 100-მდე წევრი მონაწილეობს. ღონისძიებას ესწრებიან ბიზნესმენები ბელარუსიიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან.

ფორუმს 300-მდე სტუმარი ჰყავს, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ეკონომიკური ფორუმის მიზანია ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნა და საქმიან წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარება. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: ევროკავშირთან ასოცირება - გამოწვევები და შესაძლებლობები; ენერგო- უსაფრთხოება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; საქართველო და სამხრეთ კავკასია- პერსპექტიული სატრანზიტო არეალი; ბიზნესის კეთება საქართველოში; საქართველოსა და პოლონეთის საერთაშორისო ურთიერთობები დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 100 წლის შემდეგ.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ. ასევე, ახალგაზრდულ პანელულ დისკუსიებზე ევროპის მომავალსა და ეკონომიკის ხვალინდელ დღეზე იმსჯელებენ. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებისა და სექტორების ბიზნეს- წრეებს შორის დაგეგმილია 300-მდე ორმხრივი შეხვედრა.

ამავე კატეგორიაში