26 მაისი - სტუმრების დახვედრის საზეიმო ცერემონია

26 მაისი 2018, 00:00 1980 ნახვა

ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით მაღალი რანგის სტუმრების - სახელმწიფოს მეთაურებისა და დელეგაციათა ხელმძღვანელების დახვედრის ცერემონია იწყება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს 7 პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია.

საქართველოს, პოლონეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა უკვე გახსნეს “კრინიცის ეკონომიკური ფორუმი თბილისში", რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პატრონაჟით იმართება. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საპატიო სტუმრები თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც ქართველ ხალხს მიმართავენ და დამოუკიდებლობის ეროვნულ დღესასწაულს მიულოცავენ. დღესვე საქართველოს პრეზიდენტი, სტუმრებთან ერთად, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას - "თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია".

 

1. ჟან კლოდ იუნკერი - ევროკომისიის პრეზიდენტი

2. არმე სარქსიანი - სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

3. საულ ნიინისტო - ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

4. რაიმონდს ვეიონისი - ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტი

5. დალია გრიბაუსკაიტე - ლიეტუვას პრეზიდენტი

6. ანდრეი დუდა - პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი

7. ანდრეი კისკა - სლოვაკეთის პრეზიდენტი

8. ოგტაი ასადოვი - აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე

9. ეიკი ნესტორი - ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარე

10. ანდრიან ქანდუ - მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე

11. ანდრეი პარუბაი - უკარაინის პარლამენტის თავმჯდომარე

12. მიხაილ რუსი - ბელორუსის ვიცე პრემიერი

13. ანა ბირჩალი - რუმინეთის ვიცე პრემიერი

14. ლე დრეინ ჟან ივესი - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი

15. ნაურატინ ჩანიკლი - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

16. ჟირი შესტაკი - ჩეხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი

17. ტერენას სპენსერ ნიკოლას ქუიქი - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

18. ჯონათან ჯანოგლი - საქართველოს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმღვანელი, თემთა პალატის წევრი

19. ბრიჯიტ ბრინკი - აშშ. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ასისტენტი

ამავე კატეგორიაში