ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს

26 მაისი 2018, 00:00 1514 ნახვა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ულოცავს. იანოშ ჰერმანმა მილოცვა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.  „აქ, საქართველოში ვიცხოვრე და კარგად მესმის ის გრძნობები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები მათი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავს აღნიშნავენ.  მე ვიზიარებ ამ გრძნობებს, მე ვიზიარებ მათ იმიტომაც, რომ მესმის რამდენად რთული იყო საქართველოს მოქალაქეებისთვის საბჭოთა მმართველობის დროს დამოუკიდებლობის რესპუბლიკის ძალიან მყარ საფუძველზე აღდგენა.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ევროკავშირში ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ შევძელით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მხარი დაგვეჭირა და ასევე იმ ძალისხმევით, რაც მას შემდეგ საქართველომ გააკეთა ქვეყნის მოდერნიზებისა და ევროკავშირთან დასაახლოებლად, ამ პროცესში ჩვენთვის საერთო ღირებულებებზე დაფუძნებით. მე ვგრძნობ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმით, რაც მიღწეულია და საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს მყარი საფუძველი მომავალ საუკუნეს ოპტიმიზმით შეხედოს. ამ აზრებით მინდა შემოგიერთდეთ ამ ღირსსახსოვარი თარიღის აღსანიშნავად. ასე, რომ ამ შემთხვევაში მინდა ვთქვა, ვულოცავ საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს!“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა

ამავე კატეგორიაში