საიუბილეო ღონისძიება საჯარო ბიბლიოთეკაში

26 მაისი 2018, 00:00 1590 ნახვა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი  მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. გამოიფინა 1918 წლის 26 მაისის ამსახველი ფოტომასალა და წიგნები,   სადა საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და შედეგებზე. 

საიუბილეო ღონისძიებაში   საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. წაიკითხეს ესეები საქართველოს ისტორიის შესახებ. თარიღს საჯარო ბიბლიოტეკა ყოველწლიურად აღნიშნავს.

ამავე კატეგორიაში