საქართველოს იოჰანეს ჰანი ეწვევა

12 ივლისი 2016, 00:00 3946 ნახვა

საქართველოს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარი ეწვევა. იოჰანეს ჰანის ვიზიტი 14-15 ივლისსაა ჩანიშნული. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, იოჰანეს ჰანი გიორგი მარგველაშვილსა და მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. გარდა ამისა ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა", რომელიც ბათუმში 14-15 ივლისს გაიმართება. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები პრეზიდენტთან და ოპოზიციურ პარტიებთან. 

ამავე კატეგორიაში