“ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის”

27 მაისი 2018, 00:00 1781 ნახვა

"რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით რომ დაბრუნდით სამშობლოში, ახლა მე მოგიწოდებთ, რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში" - ასე მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ფორუმზე, რომელიც დიასპორის საკითხებს ეძღვნება.  პატრიარქმა მადლობა გადაუხადა დიასპორას, როგორც სულიერი ისე მატერიალური დახმარებისთვის, რომელსაც ისინი საქართველოს უწევენ.

ფორუმზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ, დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიას „ერთიანი ძლიერი, სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“ წარმოადგენს.  დოკუმენტს დამსწრე საზოგადოებას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გააცნობს. ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, განიხილება ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ მოუწიოთ საქართველოს მოქალაქეობის დასაბრუნებლად რთული პროცედურების გავლა. პრემიერის თქმით, ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს საქართველოს წარმომადგენლების აქტიურად დარჩენას საქართველოს ცხოვრებაში.

ამავე კატეგორიაში