ირანის ვიცე-პრეზიდენტის მილოცვა

27 მაისი 2018, 00:00 1585 ნახვა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ირანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმაც მიულოცა. ესხაკ ჯახანგირმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურის სფეროში.

ირანის ვიცე - პრეზიდნეტმა საქართველოს პრემიერს ჯანმრთელობა და წარმატება, ხოლო ქართველ ერს ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, რიადის ორი ცათამბჯენი,  საქართველოს დროშის ფერებით განათდა.

ამავე კატეგორიაში