აქცია ელექტროენერგიის ჩართვის მოთხოვნით

12 ივლისი 2016, 00:00 3392 ნახვა

ეკომიგრანტების აქცია აჭარის ფინანსთა სამინისტროსთან. თამარის დასახლებაში ტბეთის ქუჩაზე ყოფილი ქარხნის შენობაში თვითნებურად შესახლებულები სამინისტროსგან ელექტროენერგიის ჩასართავად ხელახალ ნებართვას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, 20-მდე ოჯახი შენობაში 2014 წლიდან ცხოვრობს. ორი წლის წინ უწყებამ ენერგოკომპანიას შუქის ჩართვის თხოვნით წერილობით მიმართა, თუმცა მოსახლეობამ საჭირო თანხა ვერ გადაიხადა და დოკუმენტს ვადა გაუვიდა. დღეს ეკონომიკის სამინისტრომ აქციის მონაწილეებს ახალი პირობა მისცა, რომ ენერგო-პრო ჯორჯიას კიდევ ერთხელ წერილით მიმართავს. ენერგო-პრო ჯორჯიაში ამბობენ, რომ მიმართვისთანავე კომპანია საკითხს განიხილავს. 

ამავე კატეგორიაში