რუსეთი მხარს უჭერს სირიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას

29 მაისი 2018, 00:00 1360 ნახვა

რუსეთის სახელმწიფო დუმის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩევის განცხადებით,  სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს მიერ ამ რესპუბლიკების აღიარების პროცესის მხოლოდ დასაწყისია.  

"რუსეთი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ამ პროცესს.  ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ ამ ხალხის და მათი კანონიერი მისწრაფებების მხარდასაჭერად კეთდება.

დარწმუნებული ვარ, ეს მსოფლიოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებების სერიის მხოლოდ დასაწყისია" - განაცხადა რუსმა პოლიტიკოსმა.  კოსაჩევის აზრით,  ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ დასავლეთის მოქმედებები მათთვის მოულოდნელ საპირისპირო შედეგებს იძლევა. 

ამავე კატეგორიაში