ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი მადლობას უხდის სირიის ხელისუფლებას

29 მაისი 2018, 00:00 1368 ნახვა

“სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული შეუქცევადი პროცესის გაგრძელებაა.” ასე გამოეხმაურა  ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი სირიის ხელისუფლების გადაწყვეტილებას.  ბიბილოვი დარწმუნებულია, რომ  ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება მათი ხალხებისთვის სასარგებლო იქნება.  

"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის  დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და დამოუკიდებლობის ურთიერთაღიარება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა.  

ახალი მეგობრები სჭირდება ყველას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებს, რომლებიც რთულ პირობებში, სამხედრო აგრესიისა და ტერორიზმის პირისპირ აღმოჩნდნენ" - აცხადებს ბიბილოვი.

დე ფაქტო ლიდერი სირიის ხელმძღვანელობას და პირადად პრეზიდენტ ბაშარ ასადს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მადლობას უხდის და მზად არის ამ არაბულ რესპუბლიკასთან  ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები დაამყაროს და ჰუმანიტარული თანამშრომლობა განავითაროს.

ამავე კატეგორიაში