საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება IDFI-ის მონიტორინგის ანგარიშის შესახებ

29 მაისი 2018, 00:00 1670 ნახვა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" მონიტორინგის ანგარიშის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სასამართლო მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონიტორინგის პროცესში და ითანამშრომლონ სასამართლოსთან კონსტიტუციური კონტროლის ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ციტატა: “მიმდინარე წლის მარტში, პირველად უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია საქართველოში კონსტიტუციური კანონიერების თაობაზე. ხსენებული დოკუმენტი შეიცავს დეტალურ ინფორმაციას გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, განხილული საქმეების რაოდენობრივ და შინაარსობრივ მიმოხილვას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ღიაა იმ საკითხებზე დისკუსიისთვის, რომლებიც არ შეიცავს თათბირის საიდუმლოს ან სხვა სახის კონფიდენციალურ ინფორმაციას. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების წევრები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან სასამართლოს მონიტორინგის პროცესს და დაუსაბუთებელი განცხადებებით არ მოახდენენ სასამართლოს დისკრედიტაციას. “- აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ აიდიეფმა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების მიერ საქმეთა სამართალწარმოების, ასევე პროცესის საჯაროობასთან არსებულ საკითხებსა და ფინანსური ანგარიშების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის ავტორთა განცხადებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მოსამართლეებზე პრემიის სახით 2 მილიონამდე ლარია გაცემული.

ამავე კატეგორიაში