საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

29 მაისი 2018, 00:00 1752 ნახვა

სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდება – ეს გადაწყვეტილება საქართველომ მას შემდეგ მიიღო, რაც სირიის რეჟიმმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. ფაქტი უკვე შეფასდა რუსეთის მანიპულაციად.  

ამასთან, საქართველოს ხელისუფლება ზომების მიღებას სთხოვს საერთაშორისო თანამეგობრობას და ღიად აცხადებს რომ ეს პირდაპირი დაპირისპირებაა რუსეთთან და არა სირიასთან. უკვე შედგა დიპლომატებთან შეხვედრა, ისინი მკაცრად გმობენ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში