კიევში რუსი სამხედრო ჟურნალისტი მოკლეს

29 მაისი 2018, 00:00 1998 ნახვა

კიევში რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.   საკუთარ სახლში, ზურგიდან მიღებული ჭრილობის შედეგად, ჟურნალისტი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. თავდასხმის დროს,  ჟურნალისტის მეუღლე სახლში იმყოფებოდა, უცნაურ ხმაზე ის აბაზანიდან გამოვიდა და ჟურნალისტი წაქცეული, სისხლში იპოვა.  

ინფორმაციას ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ ტელეკომპანია BBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლბისადმი კრიტიკულად განწყობილმა ჟურნალისტმა  ქვეყანა 2017 წელს მუქარის გამო დატოვა. ის ყვებოდა, რომ სამშობლოში დაკავებით ემუქრებოდნენ. ჟურნალისტი ამბობდა, რომ ფლობდა მნიშვნელოვან იფორმაციას და ამის გამო აუცილებელი იყო ქვეყნიდან წასულიყო. 

პუტინის ხელისფლებას, ჟურნალისტის წინააღმდეგ 2012 წელს მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმეც ჰქონდა აღძრული. არკადი ბაბაჩენკო სამხედრო ჟურნალისტი იყო და მწვავედ აკრიტიკებდა  პუტინის ხელისუფლებას. 

 

ამავე კატეგორიაში