IRI კვლევა: აჭარაში ადგილობრივი ხელისუფლებას გამოკითხულთა 60% ენდობა

30 მაისი 2018, 00:00 1436 ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველო - IRI Georgia-ს კვლევა დღეს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვით, ქვეყანაში ცენტრალური ინსტიტუტების მიმართ ნდობა შემცირებულია , თუმცა 2016 წელთან შედარებით, გაზრდილია პოზიტიური დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. 

 IRI ევრაზიის განყოფილების დირექტორის სტივენ ნიქსის განცხადებით, ცენტრალური ინსტიტუტების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირებულია, ამის საპირწონედ კი თვითმმართველობის მიმართ, 2016 წელთან შედარებით, საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება 27%-დან   47 პროცენტამდე გაიზარდა. 

"ორი რეგიონი, სადაც ყველაზე მაღალი ნდობა აქვს თვითმმართველ ორგანოს მიმართ საზოგადოებას სამცხე ჯავახეთი და აჭარის რეგიონებია. აღსანიშნავია, რომ ეს ორი რეგიონი ყველაზე გამჭვირვალედ და ღიად დასახელდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასების გაუმჯობესებული მაჩვენებელი კი მიუთითებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების კომუნიკაცია საზოგადოებასთან შედეგიანია"  - ამბობს ნიქსი.

ორგანიზაციის პრესრელიზში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პოზიტიური მაჩვენებელი გამოკვეთილია ისეთ რეგიონებში, სადაც უმცირესობების ფართო დასახ​ლებას ვხვდებით. 

 კითხვაზე, როგორ შეაფასებთ შემდეგ ორგანიზაციებს ღიაობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით? აჭარაში გამოკითხულთა 60% დადებითად უპასუხა, 38.2% უარყოფითად, ხოლო გამოკითხულ მოქალაქეთა 2% კითხვაზე არ უპასუხა. 

მონაცემების შეგროვება  2018 წლის 10-დან 22 აპრილის შუალედში მოხდა, გამოიკითხა  საარჩევნო უფლების მქონე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტი 71%. ცდომილების ზღვარი 2.5%. 

ამავე კატეგორიაში