აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

30 მაისი 2018, 00:00 1668 ნახვა

“აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მტკიცედ გმობს სირიის რეჟიმის განზრახვას დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“”, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „ეს რეგიონები საქართველოს ნაწილია. აშშ-ს პოზიცია აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" საკითხზე უცვლელია.

ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, ყურადღებით მოეკიდონ თავიანთ ვალდებულებებს გაერო-ს წესდების თანახმად. კიდევ ერთხელ, აშშ რუსეთს მოუწოდებს თავისი ჯარები გაიყვანოს ომამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ გუშინ „აღიარა“. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.

ამავე კატეგორიაში