ოპოზიცია ნეპოტიზმზე საუბრობს

14 აპრილი 2016, 00:00 4718 ნახვა

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, მიშა ბოლქვაძე, გამგებელსა და სხვდადასხვა აიპის ხელმძღვანელებს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. ოპოზიცია კონკრეტულ პიროვნებებზე მიუთითებს და მაგალითად გამგებლის და ნინო ვარშანიძე მოჰყავს, რომელიც ერთდროულად ბაღების გაერთიანებასა და სასპორტო სკოლაში მუშაობს. მიშა ბოქლვაძის განცხადებით, აღნიშნულ პოზიციაზე ნინო ვარშანიძე კონკურსის გარეშე დაინიშნა. გამგებელი განცხადებას გამოეხმაურა და მას ცრუ და დემაგოგიური უწოდა. გამგებლის ინფორმაციით, მისი და აღნიშნულ თანამდებობაზე მის დანიშვნამდე მუშაობდა. 

ამავე კატეგორიაში