აქცია სოფლის ისტორიული სახელის შენარჩუნებისთვის

31 მაისი 2018, 00:00 2041 ნახვა

საპროტესტო აქცია შუახევში.

სოფელ ფურტიოში''მჭედლურის'' უბანში მცხოვრებლები აქცია - მსვლელობას მართავენ და სოფლისთვის  ისტორიული სახელის შენარჩუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, თანასოფლელთა ნაწილი ცდილობს, რომ ''მჭედლურს'' სახელი შეეცვალოს და დასახლებას  ''მელიქწმინდა'' დაერქვას. 

მათ დღეს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე შუერთდა.  30-მდე ფურტიოელმა აქცია-მსვლელობა შუახევის მერიამდე გააგრძელა.

მათ შუახევის მერი და თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ.  ფრიდონ ფუტკარაძის თქმით, თვითმმართველობაში ''მჭედლურზე'' სახლის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება არ შესულა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში