ირაკლი კობახიძე: შეიქმნება საპარლამენტო კომისია

31 მაისი 2018, 00:00 1535 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას შეისწავლის. ირაკლი კობახიძებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

''დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებით მტკივნეულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების, რომ ერთ განსასჯელთან მიმართებით დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორის მიმართ - მხოლოდ მცდელობა, გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. გვესმის, რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საქმეა, პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის გამოძიებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს იმისათვის, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულყოფილად აღსრულდეს. ამისათვის, შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე კატეგორიაში