ზაზა სალარიძე უარს აცხადებს პროკურატურასთან თანამშრომლობაზე

31 მაისი 2018, 00:00 1843 ნახვა

გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა პროკურატურის მიერ შეთავაზებულ პირობებზე, რომლის მიხედვით საერთაშორისო ექსპერტები თავიდან შეისწავლიან მტკიცებულებებს და მასალებს, ასევე საქმეში ჩაერთვებიან საერთაშორისო პროკურორები, უარს აცხადებს.

რუსტავი ორთან სალარიძის მამა ამბობს, რომ საერთაშორისო ექსპერტიზა ვერაფერს გამოიკვლევს, რადგან მტკიცებულებები და ექსპერტიზისთვის საჭირო მასალები განადგურებულია. 

"რა უნდა დაადგინოს საერთაშორისო ექსპერტიზამ, როცა ყველა მტკიცებულებები განადგურებულია. ყველამ იცის, რა გადამალეს და ვინ მფარველობდა, როგორ გამოვუცხადო ამ შეთავაზებებს ნდობა" - განაცხადა სალარიძემ".    

არანაირი გამოძიება ხალხნო, გააყალბეს უკვე გამოძიება, დღესვე დაკავდეს ის პირი, ვინც არიან მკვლელები და დააკავონ. დღესვე ყველა გამყალბებელი ვინც ამ საქმეს მფარველობდა, პირადი პროკურორები, და მირზა სუბელიანი, რომელიც გამოკითხვის ოქმიც კი არ არსებობს არათუ დაკითხვის" - განაცხადა ზაზა სალარიძემ. 

ამავე კატეგორიაში