გასხვისდა თუ არა ხულოს მერიის შენობა?

01 ივნისი 2018, 00:00 1422 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ასმათ დიასამიძე აცხადებს, რომ ხულოს მერიის შენობა თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზ თურქზე გასხვისდა, რომელიც შენობაში სკოლის მოწყობას გეგმავს.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ხულოს მერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხეს. გოჩა მელაძის განცხადებით შენობა არ გასხვისებულა და მისი გაყიდვის შემთხვევაში ისინი მოსახლეობას ინფორმაციას მიაწვდიან.  

ზურაბ პატარაძე კი აცხადებს, რომ ხულოს მერიისთვის შენობის რეაბილიტაციისთვის თურქ ბიზნესმენს სანაცვლოდ არაფერი გადაეცემა. 

ამავე კატეგორიაში