''მე მაგათი დაცვა არ მჭირდება'' - ზაზა სარალიძის პასუხი შს სამინისტროს

01 ივნისი 2018, 00:00 1807 ნახვა

პროკურორები, მოსამართლეები, მაღალი თანამდებობის პირები და ჩინოვნიკები – ამ დრომდე თბილისში აქციაზე მისული ადამიანები სიტყვით გამოდიან და იმ პირებს ასახელებენ, რომლებიც მათი თქმით, უსამართლო და უკანონო საქციელის მიუხედავად, დააწინაურეს, ან სამსახური შეუნარჩუნეს – უსამართლობის განცდაზე უკვე მეორე დღეა აქტიურად საუბრობენ მთელ საქართველოში.

სამოქალაქო საზოგადოება, რიგითი მოქალაქეები სვამენ კითხვებს და ითხოვენ პასუხებს. ითხოვენ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის დაყენებას. ეს ყველაფერი კი 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დაუცველი ბავშვის დათო სარალიძის მამის მიერ სამართლის და სიმართლის ძიებით დაწყებულ პროტესტს მოჰყვა.
სწორედ ამის შემდეგ დაუბრუნდა ხორავას ქუჩის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში