''ისინი სპეკულირებენ შვილმკვდარი მამით, ცდილობენ ზაზა სარალიძე გამოიყენონ'' -  მსახიობი ანდრი ბიბილეიშვილი

01 ივნისი 2018, 00:00 2979 ნახვა

ბათუმში, ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციას ერთ-ერთი ორგანიზატორი ანრი ბიბილეიშვილი გამოეთიშა. მსახიობი ამბობს, რომ ის პოლიტიკურ სპეკულაციებს ემიჯნება. 

''პირადად მე, მხოლოდ და მხოლოდ მე, აქციას გამოვეთიშე.  თბილისში ცენტრალურ აქციაზე არსებულ მოთხოვნებს ვეღარ ვუერთდები. იქ პროცესები მართულია ''ნაციონალური მოძრაობის'' მიერ. ვცადე, ეს ამ აქციაზე თავიდან ამეცილებინა, თუმცა შეიქმნა საშიშროება, რომ ჩვენც დავმსგავსებოდით ზვიად კუპრავებს. როდესაც 26 მაისს გვარბევდნენ, ის ჩვენ არც ერთ მოედანზე არ გვახსოვს. ისინი სპეკულირებენ შვილმკვდარი მამით, ცდილობენ ზაზა სარალიძე გამოიყენონ. მე მათ ვერ ვენდობი'' - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ანრი ბიბილეიშვილმა

მსახიობი დამნაშავეების დასჯას ითხოვს და ამბობს, რომ ყველა საქმე სამართალდამცველებმა ობიექტურად უნდა გამოიძიონ.  

''აღდგეს სამართლიანობა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, ზაზა სარალიძის ოჯახთან და სხვა შვილმკვდარ ოჯახებთან მიმართებაში. ყველა საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული''. 

ბათუმში სოლიდარობის აქცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს. 

ვიდეო:

ამავე კატეგორიაში