მიხეილ ხიდაშელის გამოკითხვა

02 ივნისი 2018, 00:00 1499 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უარყოფენ, რომ მიშა ხიდაშელი უწყებაში მუშაობდა. დაახლოებით 10 საათი იმყოფებოდა გამოკითხვაზე მიხეილ ხიდაშელი. კონკრეტულად თუ რა კითხვები ჰქონდათ სამართალდამცველებს, მას მედიასთან არ უსაუბრია. მიხეილ ხიდაშელი შსს-ში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ზვიად კუპრავამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მისი სახელი ახსენა.

კერძოდ. კუპრავას თქმით, თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც სუს-ში მუშაობდა და ცოტა ხნის წინ სამსახურიდან წამოვიდა, მათ დაუკავშირდა და განუცხადა, რომ მასა და ზაზა სარალიძეზე თავდასხმა იგეგმებოდა. ზვიად კუპრავამ მიხეილ ხიდაშელის გამოკითხვა მოითხოვა და აქციაზე ვიდეომასალაც აჩვენა, სადაც სავარაუდოდ მისი და აქციის მონაწილეების საუბარი ისმის.

ამავე კატეგორიაში