ციხისძირში გზის რეაბილიტაციას მოითხოვენ

02 ივნისი 2018, 00:00 1517 ნახვა

ავტობანის გასწვრივ არსებული სასოფლო გზის მოწესრიგებას ითხოვენ ციხისძირში. ავტობანი შიდა გზის პარალელურად შემაღლებულ ფერდობზე გადის. მოსახლეობის თქმით წვიმის დროს წყალი შიდა გზაზე გადმოდის, წვიმიან ამინდში კი გადაადგილება შეუძლებელია.

ისინი სანიაღვრე არხების, კეთილმოწყობას ითხოვენ. პრობლემა იციან ქობულეთის მერიაში და საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს თუ რომელმა უწყებამ უნდა მოაგვაროს მოსახლეობის პრობლემა, როდის შეუკეთებენ ციხისძირელებს გზას კონკრეტულ პასუხს მერიაში ვერ გვცემენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში