“ქართული ოცნება” დღეს ახალ წევრებს წარადგენს

13 ივლისი 2016, 00:00 4533 ნახვა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს მომავალი საპარლამენტო გუნდის ახალ წევრებს წარადგენს. პარტიის ახალ წევრებს საზოგადოებას პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარუდგენს. ღონისძიება საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 14 საათზე გაიმართება. დღეს, 16 კანდიდატის წარდგენა მოხდება. ცნობილია, რომ აღნიშნულ კანდიდატებს შორის მოქმედი მთავრობის წევრები არ არიან. ახალი წევრები გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს გუშინ წარუდგინა.

ამავე კატეგორიაში