გიორგი გახარია ლევან დადუნაშვილის მამას შეხვდა

02 ივნისი 2018, 00:00 1637 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია  შეხვდა, უწყებაში გამართულ შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც დაესწრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე. სავარაუდოდ საუბარი შეეხო  მკვლელობის საქმის გამოძიების მიმდინარეობა.

ამავე კატეგორიაში