დატბორვის საფრთხე

03 ივნისი 2018, 00:00 1590 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთის რამდენიმე უბანს შესაძლოა ფეკალური მასებით დატბორვის საფრთხე შეექმნას. შპს „ქობულეთის წყლის „ დირექტორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საშიშროება არ არის, თუმცა რამდენიმე დღიანმა ძლიერმა წვიმამ შესაძლოა ე.წ. საავადმყოფოს უბანი დატბოროს რადგან ჩამდინარე წყლების სატუმბ სადგურზე მილი მწყობრიდანაა გამოსული.

რის გამოც “ქობულეთის წყალმა” შესყიდვების სააგენტოს მიმართა ლითონის მილის პირდაპირი შესყიდვის წესით შეძენის უფლება მიეცათ. რისთვისაც დაახლობით 2 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში