გზის მშენებლობის დასრულების მოთხოვნა

03 ივნისი 2018, 00:00 1686 ნახვა

შეჩერებული საავტომობილო გზის მშენებლობის დასრულებასაც ითხოვენ ქოსოფლის მცხოვრებლები. მათი ინფორმაციით სამუშაოები, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო 1200 მ გზის გაყვანას ითვალისწინებდა.

პროექტის შეჩერების მიზეზი, როგორც მერიაში განმარტავენ კლდოვანი ქანები აღმოჩნდა. სპეციალისტებმა ანალიზის საფუძველზე განაცხადეს, რომ საჭირო იყო მეორე ეტაპის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა. ქედის მერის განმარტებით სამუშაოებისთვის საჭირო თანხები ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული, ამიტომ გზის დასრულება მომავალ წელს იგეგმება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში