''ნაციონალურმა მოძრაობამ ''ქართულ ოცნებას'' დიდი საჩუქარი გაუკეთა'' - ალეკო ელისაშვილი

03 ივნისი 2018, 00:00 2561 ნახვა

''ნაციონალურმა მოძრაობამ დიდი საჩუქარი გაუკეთა ''ქართულ ოცნებას'', ჩვენ ვხედავდით, რომ რამდენიმე დღე ''ქართული ოცნება'' ბრინჯივით იყო დაბნეული, ვერაფერს ვერ ამბობდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა'' - ეს განცხადება ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.  ის ამბობს, რომ ნაციონალებმა ზაზა სარალიძე მძევლად აიყვანეს. 

''ჩვენ ყველამ ერთად გადავაყენეთ მთავარი პროკურორი და ამის შემდეგ რა მივიღეთ? თავის რჯულს არ უღალატა ''ნაციონალურმა მოძრაობამ'' და პირდაპირ მძევლად აიყვანა ზაზა სარალიძე. ორი დღის წინ, მივმართე ზაზას და ვთხოვე ეს ხალხის გვერდით გაეწია. კუპრავას დაძახილზე იქ არავინ არ მისულა. ჩვენ ყველანი ზაზას გამო შევიკრიბეთ. მისი ტრაგედიისადმი სოლიდარული ვიყავი. ბოდიშს ვიხდი, გუშინ ეს ყველაფერი გულის ამრევი იყო'' - ამბობს ელისაშვილი. 

მისი თქმით, სააკაშვილმა რევოლუციის სუნი იგრძნო და გადატრიალების მოწყობა ზაზა სარალიძის ხელით გადაწყვიტა. 

''ვცდილობ შევხდე ზაზა სარალიძეს. ამ ადამიანს ტვინი აურიეს, როგორც ჩანს ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილს რევოლუციის სუნი ეცათ. ამ კაცის ხელით და მეშვეობით მოინდომეს გადატრიალება. ჩემი და ყველა ნორმალური ადამიანის მიზანი არის სისტემა დაინგრეს, არც გირგვლიანი და არც სალარიძის მსგავსი ტრაგედიები არ უნდა მეორდებოდეს. მნიშვენელოვანი ამოცანაა მთავარი პროკურორის ადგილას დავნიშნოთ დამოუკიდებელი კანდიდატი'' - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა tv პირველის ეთერში. 

ამავე კატეგორიაში