''ფართომასშტაბიანი აქციები 10 ივნისამდე არ გაიმართება'' - ზვიად კუპრავა

04 ივნისი 2018, 00:00 1817 ნახვა

ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე კარვები დარჩება, აქციის ორგანიზატორთა ნაწილი პარლამენტთან მუდმივად იქნებიან, თუმცა ფართომასშტაბიანი აქცია მხოლოდ კვირას, 10 ივნისს გაიმართება. 

''ჩვენ ახლა სტრატეგიულად მივყვებით, ტაქტიკას ვცვლით. ხომ ხედავთ რა ფორმაში ვარ. სხეული მტკივა, ძალიან გადავიღალე. ფიზიკურად ვერ დავდივარ. აქციები იქნება, უბრალოდ ფართომასშტაბიანი არა. ჩვენ დავაანონსეთ 10-ში 16 საათზე. მანამდე უბრალოდ ხალხს გამოსვლისკენ არ მოვუწოდებთ, მაგრამ თუ ვინმე გამოვა, აქ კარვები იქნება, მოვიდეს, დარჩეს რა პრობლემაა. აქ მუდმივად იქნებიან ადამიანები'' - ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში