ქობულეთში ფიჭვნარის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 936 ათას 377 ლარი დაიხარჯა

04 ივნისი 2018, 00:00 1493 ნახვა

ქობულეთში ფიჭვნარის დასახლებაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 175 აღსაზრდელზეა გათვლილი, დასაქმებულია 26 ადამიანი. ბაღის მშენებლობისთვის 936 ათას 377 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ორ სართულიანი შენობა აშენდა, სადაც საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

საბავშვო ბაღის ეზოში განთავსდა ატრაქციონები. საბავშვო ბაღი 2016 წელს აშენდა, მოსახლეობა ის გახსნას 2 წლის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა შენობის კედლები რამდენჯერმე დაზიანდა და სარემონტო სამუშაოების გამო გასული წლის ნოემბერში დაგეგმილი გახსნა გადაიდო.

ამავე კატეგორიაში