ორ სოფელში უკანონო ნაგავსაყრელი გაუქმდა 

04 ივნისი 2018, 00:00 1358 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტში ირემაძეებსა და ტაბახმელაში არსებული უკანონო ნაგავსაყრელები გაუქმდა. არასამთავრობო ორგანიზაცია “სენის” წარმომადგენლის ინფორმაციით, რომელიც პროექტს ახორციელებს, სოფლების ნარჩენებისგან გათავისუფლების შემდეგ ტერიტორიებზე მწვანე საფარი მოეწყობა, ასევე განთავსდება საინფორმაციო აბრა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ბათუმის ნაგავსაყრელზე გადაიტანენ.

სალიკვიდაციო ღონისძიებებზე 25 ათასი ლარი დაიხარჯა. ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით ხულოს მუნიციპალიტეტსა და ორგანიზაცია “სენს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე თვის თვის წინ გაფორმდა.

ამავე კატეგორიაში