ათ ივნისამდე მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, აქციები კი გრძელდება - ზაზა სარალიძე

04 ივნისი 2018, 00:00 2511 ნახვა

ზაზა სარალიძისა და გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა დასრულდა. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ამბობს, რომ ხელისუფლებას დროს 10 ივნისამდე აძლევს. ის სახლში წასვლას არ აპირებს და პროტესტი კი გრძელდება. 

​''თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. 10 რიცხვამდე აქვთ ვადა,  ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც იყო მკვლელი, რომელმა გამომძიებელმა რა დანაშაული ჩაიდინა, ვინ მფარველობდა ამ პროკურორებს. კონკრეტულ ნაბიჯებს შევხედავ. მე სახლში წასვლას არ ვაპირებ, იგივე პოზიცია მაქვს ამ წუთშიც. აქციები გაგრძელდება. პრემიერ მინისტრმა საბოლოო სიტყვა ეს  მითხრა, მე გადავდგები თუ არ გადავდგები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო. მაგრამ მოთხოვნები ჩვენ უკვე წაყენებული გვაქვს კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით. 10 რიცხვამდე თუ  კონკრეტულ ნაბიჯებს არ დავინახავთ, აქედანვე მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას, მთელ საქართველოს'' - განაცხადა ზაზა სარალიძემ

პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის, სახალხო დამცველისა და სარალიძის ოჯახის წევრების შეხვედრა კანცელარიაში დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შეხვედრაზე შეთავაზება მოკლული არასრულწლოვანის ოჯახმა პრემიერისგან დღეს დილით მიიღო. კანცელარიასთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ პოლიტიკოსები აუდიენციას არ დაესწრებოდნენ. 

ამ წუთებში კი გიორგი კვირიკაშვილი ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს ხვდება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში