8 მილიონი ლარის დახარჯვის მიუხედავად შუახევში წყლის პრობლემაა

04 ივნისი 2018, 00:00 2482 ნახვა

დახარჯული ასობით ათასი ლარი და კვლავ უწყლოდ დარჩენილი 100-მდე ოჯახი – შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში წყლის სისტემას სრული რეაბილიტაცია 2 წლის წინ ჩაუტარდა, თუმცა 8 თვის წინ ავზი მეწყრული პროცესის განვითარებამ დააზიანა.

ჩახერგა გზაც, რის გამოც როგორც მერიაში ამბობენ გართულდა მისი გაწმენდა და აღდგენა. დამატებითი თანხა გამოიყო ახალი პროექტისთვის და ხელახალი რეაბილიტაცია მიმდინარე წელს იგეგმება. ცნობისთვის შუახევში ბოლო სამ წელიწადში 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, დაწყებული პროექტები კი ამ დრომდე არაა დასრულებული. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში