მთავარი პროკურორის კანდიდატურას პროკურორთა საბჭო შეარჩევს

04 ივნისი 2018, 00:00 1814 ნახვა

დაახლოებით 2 თვეში ქვეყანას ახალი მთავარი პროკურორი ეყოლება – იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები უკვე დაიწყო. თეა წულუკიანი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს წარმოადგინონ კანდიდატები რომლებიც დააკმაყოფილებენ, მინისტრის თქმით იმ მკაცრ კრიტერიუმებს რასაც პროკურატურის შესახებ კანონი ითვალისწინებს.

წარმოდგენილი კანდიდატებიდან 3 უნდა შეარჩიოს საპროკურორო საბჭომ და წარუდგინოს მთავრობასა და პარლამენტს. ეს საბჭოს მიერ შერჩეული მეორე მთავარი პროკურორი იქნება, საბჭოს წულუკიანი ხელმძღვანელობს.

ასე შეარჩიეს 2015 წელს ირაკლი შოთაძე, რომელმაც თანამდებობა 4 დღის წინ დატოვა. მისი განცხადება პარლამენტში დღეს შევიდა. როგორი უნდა იყოს ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი? სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების შეფასებები. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში