თბილისში მეტროსადგურები დღესაც დაკეტილია 

05 ივნისი 2018, 00:00 1948 ნახვა

თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც გაჩერებულია. ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები კი მგზავრებს კვლავ უფასოდ ემსახურებიან. 

თბილისის მერს კახი კალაძესა და მემანქანეებს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა, თუმცა მხარეებმა კონკრეტული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ​

მემანქანეები ხელფასების 45 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ისინი გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან, პროტესტს აგრძელებენ და შიმშილობენ. 

გაფიცულები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.

 

ამავე კატეგორიაში