პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ცნობილია

05 ივნისი 2018, 00:00 1808 ნახვა

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში უმცირესობა უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი და 17-კაციან კომისიაში 9 ადგილი “ევროპული საქართველოს” წევრებს ექნება. მათი ვინაობა უკვე ცნობილია:, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე. კომისიაში უმრავლესობის 5 დეპუტატია: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, სოფო კილაძე, მამუკა მდინარაძე. უმრავლესობაში კონსულტაციები კიდევ ერთი წევრის შერჩევის საკითხზე მიმდინარეობს. ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს კომისიაში შესვლაზე, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებისთვის“ ერთის ნაცვლად, შეთავაზებულია ორი ადგილი, ხოლო კიდევ ერთი ადგილი განსაზღვრულია პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი კომისიაში არც ეს სუბიექტები შევლენ და თავისუფალი ადგილი დარჩება, მას “ქართული ოცნება“ შეავსებს. 

 საგამოძიებო კომისიის შექმნაზე დადგენილებას პარლამენტი ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე მიიღებს. დღეს კი ბიუროს სხდომაზე საკითხზე მსჯელობა დასრულდა. რა უფლებამოსილება ექნება კომისიას და როგორია მათი სამომავლო გეგმები? 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში