''ხიხანი'' შესაძლოა დაიშალოს

05 ივნისი 2018, 00:00 2442 ნახვა

ხულოს საფეხბურთო გუნდი „ხიხანი„ შესაძლოა დაიშალოს. გუნდის კაპიტნის განცხადებით ფეხბურთელებს 6 თვეა ხელფასი არ აუღიათ. ირაკლი ბოლქვაძის ინფორმაციით, მათ ხულოს მერია ანაზღაურების გაცემას არაერთხელ დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ. ფეხბურთელები გუნდის დაშლაში თვითმმართველობას ადანაშაულებენ. „ხიხახნს“ ამ სეზონის თამაში გუშინ ოზურგეთის “მერცხალთან”  ჰქონდა, თუმცა ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად საკუთარ მოედანზე არ ითამაშეს.

ხულოს მერი აცხადებს, რომ გუნდს  შუახევი  ჰესის მშენებარე კომპანია აფინანსებდა, ბოლო პერიოდში კი დაფინანსება შეწყვიტა, რამაც პრობლემები შექმნა. გოჩა მელაძის განმარტებით, ახალი ინვესტორის მოძიება ვერ მოხერხდა.  ხულოს მერი ფეხბურთის ფედერაციასთან კომუნიკაციას გეგმავს და იმედი აქვს, რომ კლუბი ფუნქციონირებას გააგრძელებს. ხულოს „ხიხანი“ ოთხი წლის წინ დაფუძნდა. ორი წლის განმავლობაში მეორე ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო პერიოდია რეგიონალურ ლიგაშია

ჩვენ ფეხბურთის განვითარების ფონდსაც დავუკავშირდით, უწყებაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბარში კი განმარტავენ,  რომ 2018 წელს რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე კლუბების ფეხბურთელებისთვის თანხა არ არის გათვალისწინებული და არც თვითმმართველობას გადაურიცხია 50 ათასი ლარი. მიმდინარე წელს ფედერაცია გუნდს წლის განმავლობაში 50 ათას ლარს გადაურიცხავს, თანხის ნახევარი უკვე გადარიცხული აქვს.  რაც ადმინისტრაციის ხელფასებისთვის დაიხარჯა.  იმ შემთხვევაში თუ გუნდი რეგიონალური ლიგიდან პირველ ან მეორე ლიგაში გადავა დაფინანსება გაიზრდება. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში