დაპირისპირება ფოტოატელიეს საქმეზე

05 ივნისი 2018, 00:00 1793 ნახვა

ბათუმის ბულვარში, ფოტოატელიეს პროექტი მერიამ და საკრებულომ ჯერ მოიწონეს და დაამტკიცეს, ახლა კი მსჯელობენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე პარკში, რისი გაკეთება სურთ ატელიეს თანამშრომლებს.  

ქალაქის მერი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ფოტოატელიეს ნაცვლად მსუბუქი კაფე უნდა გაკეთდეს, რომლის ძირითადი პროფილი ფოტოსტუდია იქნება. სხვა რამ ეწერა დოკუმენტში, რომელიც საკრებულოზე მერიის სამსახურმა წარადგინა რამდენიმე დღის წინ.  

დოკუმენტში ეწერა, რომ ტერიტორიაზე საკვები ობიექტი კეთდებოდა, რომლის ეზოში უნდა მოწყობილიყო ტერასა, ქართული კუთხე და "კაფე-ტყეში". დღეს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ქალაქის მერი ამბობს, რომ ''სინთეზის'' პროექტი მისი გადაწყვეტილებით შეჩერდა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში