100 დაზიანება არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე - ექსპერტიზის დასკვნა

05 ივნისი 2018, 00:00 1824 ნახვა

ათობით მოტეხილობა, ჭრილობები და სისხლნაჟღენთები – არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია.

საუბარია აღწერილ და დაფიქსირებულ 100-ზე მეტ დაზიანებაზე, რაც ადვოკატის თქმით საკმარისი არაა იმისთვის, რომ სიკვდილის გამომწვევი მიზეზი დადგინდეს. დოკუმენტს არასრულყოფილს უწოდებს მოკლულის მამაც. ამბობს რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე, თავის არეში არსებული დაზიანებები სავარაუდო ნატყვიარზე მეტყველებს, რაზეც არაა საუბარი დასკვნაში.
 

ექსპერტიზაშივეა მითითებული, რომ გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია კომისიური ექსპერტიზის ჩატარება.

 “დასკვნა ადასტურებს არაადამიანურ მოპყრობას” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. რა შეფასებები მოჰყვა ფაქტს, რომლის გამოც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომის შემდეგ, მორიგ სარჩელს შეიტანს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში