მოიალაღეების ბარიდან მთაში გადასვლა

06 ივნისი 2018, 00:00 2433 ნახვა

აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან მოსახლეობამ იალაღებზე გადასვლა დაიწყო. მთაში მათ რამდენიმე თვით პირუტყვი მიჰყავთ გამოსაკვებად.

მოიალაღეები ზამთრისთვის რძის ნაწარმს ამზადებენ.
მთაში გაკეთებულ ყველს, კაიმაღს, კარაქს, ნადუღს, ყურუთს, გვიან შემოდგომაზე ქალაქში ყიდიან. მემთეურებისთვის მესაქონლეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა.

​ მოიალაღეები მთაში ივნისის დასაწყისში მიდიან და სექტემბრის ბოლოს ბრუნდებიან.

ხულოს მუნიციპალიტეტში 25-მდე იალაღია.

 

ამავე კატეგორიაში