აქცია მთავრობის სახლთან - მძღოლები ჩამორთმეული სატვირთო ავტომობილების დაბრუნებას ითხოვენ 

06 ივნისი 2018, 00:00 1524 ნახვა

მძღოლები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საკუთარი სატვირთო ავტომანქანების დაბრუნებას ითხოვენ. ამბობენ, რომ სხვადასხვა დროს, ხე-ტყის გადატანის გამო დააჯარიმეს, ავტომანქანები ჩამოართვეს და უკან აღარ დაუბრუნეს. 

აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ რამდენიმე თვეა პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ.

მათი თქმით, სასამართლო პროცესიც გაიმართა და მძღოლებმა ჯარიმაც გადაიხადეს. 

აქცია თავდაპირველად აჭარის პროკურატურასთან გაიმართა. მოქალაქეები ამბობენ, რომ პროკურატურისგან პასუხი ვერ მიიღეს. 

ამავე კატეგორიაში