დეპუტატების საპასუხო კომენტარები

13 ივლისი 2016, 00:00 4443 ნახვა

ნაციონალურ მოძრაობას უმაღლეს საბჭოში თავისუფალი დემოკრატების, რესპუბლიკური პარტიის და ეროვნული ფორუმის წევრებმა უპასუხეს. მერაბ ხალვაში ნაციონალურ მოძრაობას ქართულ ოცნებასთან გარიგებაში პირიქით ადანაშაულებს და ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ადასტურებს. სულხან ღლონტი ბრალდებას უარყოფს, აცხადებს, რომ პარმენ ჯალაღონიას მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ იგი საქმის მცოდნეა, სამოქალაქო სექტორიდან მოვიდა და მის მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია. გიორგი მასალკინი კი ამბობს, რომ ღია კონსულტაციებს ზურაბ პატარაძესთან გადის, თუმცა ამაში პოლიტიკურ და მორალურ პრობლემას ვერ ხედავს. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში