არჩილ ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა

06 ივნისი 2018, 00:00 1573 ნახვა

მკვლელობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას წამება დაემატა – ამიერიდან არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება დამძიმებული კვალიფიკაციით გააგრძელებს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა დღეს რეალურად სახეზეა წამება, რასაც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. პროკურატურის ინფორმაციით გარდაცვლილის სხეულზე დაფიქსირებული 100-ზე მეტი დაზიანება, ტატუნაშვილს სიცოცხლეშივე მიაყენეს.

ცნობისთვის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიას შეადგენს და სიაში შესულ ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ. სია საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს პერიოდში უნდა გადაეგზავნოს. ოფიციალური ინფორმაციით რუსულ აგრესიაზე და ტატუნაშვილის საქმეზე იქნება საუბარი ერგნეთის მოლაპარაკებებზეც, რომელიც ხვალ გაიმართება. ამასთან ცნობილია რომ ოჯახი მიმართავს სტრასბურგის სასამართლოს, რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა დაანონსებული აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც. 

ამავე კატეგორიაში