ღვინის გზა ქედაში - ტურისტებისთვის საინტერესო მარშრუტი

06 ივნისი 2018, 00:00 2303 ნახვა

ღვინის ტურიზმი ქედაში. დაინტერესებულ პირებს ქედის მუნიციპალიტეტი 10-ზე მეტ სხვადასხვა მარშრუტს სთავაზობს. საოჯახო სასტუმროებთან ერთად მარშრუტებში შედის ღვინის ქარხანა და მაღაზიები, სადაც ქედის ღვინის დაგემოვნება და შეძენაა შესაძლებელი.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ამბობენ, რომ ტურისტები სოფელ ვაიოს, პირველი მაისისა და დანდალოს მიმართულებებით არიან დაინტერესებულნი. საოჯახო სასტუმროების უმეტესი ნაწილი, სადაც საქართველოში პოპულარული ღვინოების დაგემოვნებაა შესაძლებელი სწორედ აქაა თავმოყრილი.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში