ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი გამოქვეყნდა

08 ივნისი 2018, 00:00 1601 ნახვა

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია. ინფორმაცია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.  საგამოცდო პროცესი 2 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. 

ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი ასეთია: 

2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა დალიტერატურა;

5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

9 - ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

10 - ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

10 - ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;

13 - ივლისი (მეორე სესია) - მათემატიკა;

16 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - გეოგრაფია;

17 - ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

19 - ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;

20 - ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;

23 - ივლისი (მეორე სესია) სტუდენტთა საგრანტო კონკურსი;

24 - ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;

25 - ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

25 - ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;

26 - ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა.

წელს აჭარაში მხოლოდ ერთი საგამოცდო ცენტრი იმუშავებს, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება. 

ამავე კატეგორიაში